воскресенье, 20 июля 2014 г.

                                                პირველი დღე
დღეს  2014 წლის 20 ივლისია. დაიწყო ტრეინინგი ისტის გამოყენებით სწავლება საგაკვეთილო პროცესში, მესამე მოდული,,პროექტებით სწავლება" ტრენერი ნაცნობი აღმოჩნდა ქალბატონი მანანა კვინიკაძე. მასთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. სასიამოვნო ჯგუფია, ვახანის სკოლის და მოლითის მასწავლებლები. ვფიქრობ, მათთან თანამშრომლობა სასარგებლო იქნება. მაქვს აღნიშნული ტრენინგის მიმართ მაღალი მოლოდინები.
 სიახლეები რომელიც გავიგე დღევანდელ დღეს:
  1.გავეცანი VIEWER პროგრამას. აღმოჩნდა, რომ  ამ პოგრამის 2 ვერსია არსებობს: ონლაინ და ოფლაინ პროგრამები.
  2. შევქმენით ახალი საქაღალდე, რომელიც თანხვედრაშია VIEWER პროგრამასთან. მასში ჩავყარეთ სხვადასხვა რესურსი, რომელიც ტრეინინგის განმავლობაში დაგვჭირდება და შემდგომ პერიოდში უკვე, სასწავლო პროცესში. ვფიქრობ კარგი იქნება, თუ ჩამოვთვლი თითოეულ მათგანს:
   საქაღალდე-  კურსის რესურსებში მოვათავსე,
  •   21-ე  საუკუნის უნარები, 
  • პორთფოლიოს ჩეკლისტი 
  • და პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. 
   აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემთვის სხვა რამეებთან ერთად სიახლეს წარმოადგენდა ტერმინი ჩეკლისტი :-)  ნიშნავს, გეგმის ჩანიშვნას, აღნიშვნას.    
საწავლო პროექტის გეგმის ფაილში მოთავსდა-
  •  სასწავლო პროექტის გეგმა.    
საწავლო პროექტის დამხმარეში -
  •  პორთფოლიოს რუბრიკა 
  •  რომეოდა ჯულიეტა, ასეთი სახელით პროექტის გეგმა.   
          ყველა ეს სიახლე იყო პირველი მოდული მე-4 ნაბიჯამდე.

  დავალება:  საპროექტო იდეა და მოკლე მიმოხილვა.