суббота, 13 сентября 2014 г.

დღე მეცხრე



          დღევანდელი  დღეც  სხვა დანარჩენი დღეების მსგავსად ნაყოფიერი იყო.  მოეწყო პროექტების პრეზენტაციები.  სასიამოვნო იყო სხვადასხვა საგნის პროექტების მოსმენა.

        მადლობა ქალბატონ მანანა კვინიკაძეს ასე საინტერესოდ რომ მოგვაწოდა ინტელის პროგრამით პროექტის წერის მეთოდები.

  ნანა სხილაძე

воскресенье, 7 сентября 2014 г.

დღე მეექვსე


დღე დავიწყეთ წინარე ცოდნის განმეორებით.    ვისწავლეთ ბლოგზე კომენტარების გაკეთება. ასევე ახალი გვერდის გახსნა ისევ ბლოგზე და ,,გაჯეტის" დამატება და გავამზადეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა...

суббота, 6 сентября 2014 г.


დღე მეხუთე

        დღეს ჩვენი ტრენინგის მიმდინარეობის მეხუთე დღეა.   საინტერესოდ ჩაიარა როგორც სხვა დღეებმა.
 დღეს ვისწავლეთ: მოსწავლის ნუმუში შევქმენით,, პოვერპოიტის" პროგრამაში. ასევე ინტერნეტში მოვძებნეთ საპრეზენტაციო მასალისთვის საჭირო ფოტოები და საავტორო უფლებების დაცვა.





пятница, 5 сентября 2014 г.

                                         დღე მეოთხე

    დღეს ვისწავლეთ დრაივზე ინფორმაციის შენახვა.  ასევე, განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.  შევავსეთ შეფასების გეგმა, სასწავლო პროექტის გეგმაში.  ბოლოს შევქმენი ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე  სქემა.


  

воскресенье, 31 августа 2014 г.

                                                დღე მესამე
დღეს გადავხედეთ სტანდარტს, ავარჩიეთ მაღალი სააზროვნო უნარების კითხვები.

დავალება: დავასრულოთ ბუკლეტი
                    დავასრულოთ/ გადავხედოთ კითხვებს
                     ლოზუნგები . . .    
დღე მესამე   

суббота, 30 августа 2014 г.

                          დღე მეორე
დღეს 30 აგვისტოა. ტრენინგის მეორე დღე.  ტრენინგი გავაგრძელე სოფელ ბორში. ვინაიდან  რაღაც მიზეზების გამო მარელიში სიარული ვერ შევძელი და ახლა ვაგრძელებ აქ.
დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა. გავიგე ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი რამეები. მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტები და გავიარეთ  ნაბიჯები  პროექტის წერისა. მერე დავიწყეთ პროექტის პროექტის ბუკლეტის მზადებაა

воскресенье, 20 июля 2014 г.

                                                პირველი დღე
დღეს  2014 წლის 20 ივლისია. დაიწყო ტრეინინგი ისტის გამოყენებით სწავლება საგაკვეთილო პროცესში, მესამე მოდული,,პროექტებით სწავლება" ტრენერი ნაცნობი აღმოჩნდა ქალბატონი მანანა კვინიკაძე. მასთან შეხვედრა ძალიან სასიამოვნო იყო. სასიამოვნო ჯგუფია, ვახანის სკოლის და მოლითის მასწავლებლები. ვფიქრობ, მათთან თანამშრომლობა სასარგებლო იქნება. მაქვს აღნიშნული ტრენინგის მიმართ მაღალი მოლოდინები.
 სიახლეები რომელიც გავიგე დღევანდელ დღეს:
  1.გავეცანი VIEWER პროგრამას. აღმოჩნდა, რომ  ამ პოგრამის 2 ვერსია არსებობს: ონლაინ და ოფლაინ პროგრამები.
  2. შევქმენით ახალი საქაღალდე, რომელიც თანხვედრაშია VIEWER პროგრამასთან. მასში ჩავყარეთ სხვადასხვა რესურსი, რომელიც ტრეინინგის განმავლობაში დაგვჭირდება და შემდგომ პერიოდში უკვე, სასწავლო პროცესში. ვფიქრობ კარგი იქნება, თუ ჩამოვთვლი თითოეულ მათგანს:
   საქაღალდე-  კურსის რესურსებში მოვათავსე,
  •   21-ე  საუკუნის უნარები, 
  • პორთფოლიოს ჩეკლისტი 
  • და პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტი. 
   აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემთვის სხვა რამეებთან ერთად სიახლეს წარმოადგენდა ტერმინი ჩეკლისტი :-)  ნიშნავს, გეგმის ჩანიშვნას, აღნიშვნას.    
საწავლო პროექტის გეგმის ფაილში მოთავსდა-
  •  სასწავლო პროექტის გეგმა.    
საწავლო პროექტის დამხმარეში -
  •  პორთფოლიოს რუბრიკა 
  •  რომეოდა ჯულიეტა, ასეთი სახელით პროექტის გეგმა.   
          ყველა ეს სიახლე იყო პირველი მოდული მე-4 ნაბიჯამდე.

  დავალება:  საპროექტო იდეა და მოკლე მიმოხილვა.